weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთის და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკებს შორის პირველი მემორანდუმი გაფორმდა

12:30 სამშაბათი, 29 აგვისტო 2017

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩავიდა.

ქალაქ სტეფანაკერტში, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარენ მირზოიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველი ე.წ. დოკუმენტია, რომელიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საგარეო უწყებებს შორის გაფორმდა.

„ორ რესპუბლიკას შორის ხანგრძლივი ურთიერთობების მიუხედავად, ეს დოკუმენტი პირველი დოკუმენტია, რომელსაც ხელი მოეწერა“, - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ.

„აფხაზეთის საგარეო უწყების დელეგაციის ეს ვიზიტი მორიგი დასტურია იმ ტრადიციულად მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობებისა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს“, - განაცხადა თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარენ მირზოიანმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრეს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში არსებულმა ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1994 წელს მხარეებმა ზავი გამოაცხადეს, თუმცა ისინი ზავის დარღვევაში ერთმანეთს მუდმივად ადანაშაულებენ.

 

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]