weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ჩეჩნეთში ნახევარ მილიონს გადაუხდიან მას, ვინც კადიროვებს საუკეთესოდ დახატავს

15:02 ოთხშაბათი, 08 სექტემბერი 2021
ფოტოზე - რამზან კადიროვი ფოტოზე - რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის მთავრობამ რესპუბლიკის მოქმედი მეთაურის, რამზან კადიროვისა და მისი დედ-მამის საუკეთესო ფერწერული გამოსახულებების გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული ჯილდოს სახით 500-500 ათას რუბლს (დაახლოებით 21 ათასი ლარი) მიიღებს.

ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის, მაგომედ დაუდოვის განცხადებით, კონკურსი საზღვრებს გარეთ მცხოვრები ჩეჩნების მრავალი მოთხოვნის შემდეგ გამოაცხადეს.

„ეჭვგარეშეა, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩეჩნებს შორის ბევრი ნიჭიერი ადამიანია, განსაკუთრებით ახალგაზრდები. კონკურსი მიზანია მშობლიური ქვეყნის ისტორიის შესახებ მათი ცოდნის გამყარება და სამშობლოსთან კულტურული კავშირების შენარჩუნება“, – განაცხადა დაუდოვმა.

კონკურსის გამარჯვებულებისთვის თანხები ახმად კადიროვის ფონდიდან გამოიყოფა.

ახმად კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტია. მაგომედ დაუდოვის თქმით, მან დაუბრუნა დანაწევრებული და გაფანტული ჩეჩნური საზოგადოება, რომელიც პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა, მშვიდობიან, კონსტრუქციულ მუშაობას და ააღორძინა ეროვნულ იდენტობა.

„ხალხის მშვიდობიანი ცხოვრების უფლებისთვის ბრძოლისას ის დაუმარცხებელი წავიდა. დღეს ჩვენი პირველი პრეზიდენტის გზას ღირსეულად აგრძელებს ჩემი ძვირფასი ძმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რუსეთის გმირი რამზან კადიროვი“, – ამბობს ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურია 2007 წლიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]