ტრაგედია გასულ ღამეს, 5400 მეტრის სიმაღლეზე მოხდა (მწვერვალის სიმაღლე 5642 მეტრია). 19-კაციანი ჯგუფი ქარბუქში მოჰყვა. მათ მაშველები გამოიძახეს, თუმცა ქარის, ყინვისა და ცუდი ხილვადობის გამო სამაშველო ოპერაცია გართულდა. სამძებრო სამუშაოები და ევაკუაცია დაახლოებით 7 საათი მიმდინარეობდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 19 ადამიანიდან თითქმის ყველა არაპროფესიონალი მთამსვლელი იყო. გადარჩენილების უმრავლესობა ჰოსპიტალიზებულია. მათ სხეულის ნაწილების მოყინულობა და სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვთ მიღებული.