weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რამზან კადიროვის 22 წლის ქალიშვილი აიშათი ჩეჩნეთის კულტურის მინისტრი გახდა

14:39 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021

რამზან კადიროვის 22 წლის ქალიშვილი, აიშათ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრად დაინიშნა. კადიროვის თქმით, პრემიერ-მინისტრმა შვილის კანდიდატურა შემთხვევით არ წარუდგინა და აიშათმა უკვე გამოავლინა თავი კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.

„აიშათმა თავი გამოიჩინა როგორც კულტურის სფეროში შესანიშნავმა სპეციალისტმა. მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, იგი ფართოდ ცნობილი გახდა ჩეჩნეთის მოდის ინდუსტრიის, თეატრალური ხელოვნებისა და ფილარმონიის განვითარებაში შეტანილი კოლოსალური წვლილით. მისი ნაყოფიერი საქმიანობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ჩვენი კულტურის სილამაზის დაფასება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც აიშათ კადიროვას ინიციატივით, გაიმართა Firdaws მოდის სახლის კოლექციის ჩვენებები, თეატრებისა და ცეკვის ანსამბლების გასტროლები“, – განაცხადა რამზან კადიროვმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, აიშათკადიროვამ დაამთავრა ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016 წლიდან იყო მოდის სახლის Firdaws-ის დირექტორი, ხოლო გასული წლის სექტემბერში ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.

აიშათ კადიროვა ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულთა სიაშია და აშშ-ში შესვლა აკრძალული აქვს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის მეთაურს და მის ოჯახს სანქციები 2020 წლის ივლისში დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კადიროვი არის პასუხისმგებელი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვან უხეშ დარღვევაზე, მათ შორის წამებასა და სასამართლოს მიღმა სიკვდილით დასჯაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]