weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

აზერბაიჯანი „სომხურ ლობს“ და სოროსს ალიევების წინააღმდეგ კამპანიაში ადანაშაულებს

16:28 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

აზერბაიჯანის ხელისუფლება გამოეხმაურა ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის მმართველმა ელიტამ 2.9 მილიარდი დოლარი გაათეთრა. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, „სომხური ლობი“, რომელიც ჯორჯ სოროსთან ერთად მოქმედებს, ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას აწარმოებს.

პრესამსაახურის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტს და მის ოჯახის წევრებს არანაირი კავშირი არ აქვთ იმ ბრალდებებთან, რომლებიც ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის სტატიაშია აღნიშნული.

„ამასთან პრეზიდენტის ან მისი ოჯახის წევრების დაკავშირება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და პროვოკაციული ხასიათი აქვს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ამის უკან ჯორჯ სოროსი და მისი ხელქვეითები დგანან, რომელთაც საერთაშორისო არენაზე მოპოვებული აქვთ თაღლითების, ფალსიფიკატორების, ავანტიურისტების და მატყუარების იმიჯი. ჯორჯ სოროსის ბინძური საქმიანობა სერიოზულად უნდა იქნეს გამოძიებული“, - განაცხადა პრესსპიკერმა ალი ჰასანოვმა.

მისივე თქმით, სომხური ლობის კვალზე მეტყველებს ისიც, რომ აზერბაიჯანის მმართველი პირების მიერ ფულის გათეთრებისა და ლობისტური ქსელის თემაზე Guardian-ის სტატიის ერთ-ერთი ავტორი სომხური წარმოშობის დინა ნაგაპეტიანია.

ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2012-2014 წლებში, როდესაც აზერბაიჯანში მასობრივად დევნიდნენ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, აზერბაიჯანის მმართველმა ელიტამ ფიქტიური ბრიტანული კომპანიების მეშვეობით 2.9 მილიარდი დოლარი გაათეთრა. გათეთრებულ ფულს ევროპელ პოლიტიკოსებს უხდიდნენ. გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, მოსყიდული პოლიტიკოსები ევროკავშირში აზერბაიჯანის ინტერესებს ლობირებდნენ და იმ რეზოლუციებს ბლოკავდნენ, რომლებიც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებს გმობდნენ.

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]