weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა 

10:58 ორშაბათი, 24 იანვარი 2022

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობას ტოვებს. როგორც მის მიერ 23 იანვარს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება და ის გარკვეული ლოგიკიდან გამომდინარეობს. 

სარქისიანის თქმით, პრეზიდენტს არ აქვს აუცილებელი ინსტრუმენტები, რათა ქვეყნისთვის რთულ პერიოდში საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენა მოახინოს, ჩაერიოს ომისა და მშვიდობის საკითხებში, ვეტო დაადოს კანონებს, რომლებიც დემოკრატიისთვის სასიკეთოდ არ მიაჩნია.

„ჩვენი სახელმწიფოსთვის ამ რთულ დროს, როცა ეროვნული ერთიანობაა საჭირო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა გახდეს ჭორისა და შეთქმულების თეორიის ობიექტი, რითაც ხდება საზოგადოების ყურადღების გადატანა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებიდან. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება კარგად გააზრებული ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მთელი მსოფლიოს სომხები, ვერ მივაღწევთ ჩვენი მისიის მიზანს, აღმოვჩნდებით ისტორიის კიდეზე. შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა. 

სარქისიანი სომხეთის პრეზიდენტად პარლოამენტმა 2018 წლის მარტში აირჩია. მას უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა 2025 წელს ეწურებოდა. 2013-2018 წლებში, არმენ სარქისიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი იყო.

ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]