weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ჩვენი მიზანია განჯის ჭიშკრის დაბრუნება“ – აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი

23:26 პარასკევი, 04 თებერვალი 2022

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა, ანარ ქერიმოვმა, რომელიც გუშინ განჯაში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ აზერბაიჯანს საქართველოსგან განჯის ჭიშკრის დაბრუნება სურს. 

როგორც ქრიმოვმა თქვა, ამის თაობაზე გასულ წელს, საქართველოში ვიზიტის დროს, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, ეს საკითხი მთავრობათაშორისი კომისიის დღის წესრიგშიც არის. 

„ჩვენ განვიხილავთ მოლაპარაკებების გზით განჯის ჭიშკრის აზერბაიჯანში დაბრუნებას. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს მთავრობათაშორისი კომისია და აზერბაიჯანულმა მხარემ ეს საკითხი კომისიის დღის წესრიგში შეიტანა. 

მოლაპარაკება ადვილი არ არის. ჩვენი მიზანია აზერბაიჯანისთვის ჭიშკრის დაბრუნება“, განაცხადა ანარ ქერიმოვმა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც განჯის ჭიშკრის აზერბაიჯანში დაბრუნების საკითხი წამოიჭრა. 

ისტორიული წყაროების მიხედვით, დავით აღმშენებლის მემკვირდემ დემეტრე I-მა (1125-1156 წწ.) 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი. ამჟამად ჭიშკრის მხოლოდ ერთი ფრთაა გადარჩენილი და ის გელათის მონასტერშია დაცული. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, ჭიშკარზე არსებული დაზიანებული ქართული წარწერა ადასტურებს, რომ კარი დემეტრე მეფის წამოღებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]