weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სომხეთში აცხადებენ, რომ საქართველომ მათი პროდუქტის „მაწუნ-ის“ გატარება აკრძალა

18:41 სამშაბათი, 08 თებერვალი 2022

საქართველომ სომხური წარმოების რძის პროდუქტის, „მაწუნ-ის“ საქართველოს გავლით რუსეთში ექსპორტი აკრძალა, რადგან დასახელებას „მაწონი“ ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა აქვს მინიჭებული. სომხური გამოცემა Armenpress-ი წერს, რომ ადგილობრივ მწარმოებელს მაწუნი რუსეთის ბაზარზე „სომხური მთის იოგურტის“ დასახელებით გააქვს. 

„ჯერ კიდევ 2011 წელს სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე უფლებამოსილმა ორგანომ დასახელება „მაწონის“ რეგისტრაციის წინააღმდეგ ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს მიმართა და ამტკიცებდა, რომ ეს სახელწოდება შეიძლებოდა არეულიყო სომხეთში წარმოებულ მაწუნთან. თუმცა, წინააღმდეგობა მხედველობაში არ იქნა მიღებული“, – განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრის პრეს-მდივანმა, გაიანე ანტონიანმა.

მისივე ინფორმაციით, მთავრობა დგამს ნაბიჯებს, რათა გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების საკითხი დაზუსტდეს. ამ მხრივ, ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამის კანონში ცვლილებები დააინიცირა, რომელთა მიღების შემთხვევაში, უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს შეეძლება დაარეგისტრიროს გეოგრაფიული აღნიშვნები. მოქმედი კანონით, მხოლოდ მწარმოებლებს შეუძლიათ გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაცია.

„კანონის ცვლილების შემდეგ შესაძლებელი იქნება დასახელება „მაწუნ“ დარეგისტრირდეს სომხეთის რესპუბლიკაში, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა. თუმცა, ზემოაღნიშნული დასახელების პროდუქტის ექსპორტი სხვა ქვეყნებში, საქართველოს ტერიტორიის გავლით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოსთან გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ“, – განაცხადა ანტონიანმა.

ასეთი დოკუმენტის გაფორმების საკითხზე სომხურ-ქართული სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. როგორც გაიანე ანტონიანმა განაცხადა, შეთანხმების დებულებები და ორ ქვეყანაში რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების სიები მალე ერთობლივ სამუშაო ჯგუფში განიხილება.

კომპანია „მარიანნას“ წარმომადგენელმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში საკუთარი პროდუქტის - „მაწუნ-ის“ ექსპორტს „სომხური მთის იოგურტის“ სახელწოდებით 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან ახორციელებს. 

„2021 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩვენი საქონელი საბაჟოზე გააჩერეს და გვითხრეს, რომ არ გაატარებდნენ. მაშინ, ეკონომიკის მინისტრის შუამავლობის შედეგად, პარტია ექსპორტზე გავიდა, მაგრამ შემდეგ სახელი შევცვალეთ“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, „მაწუნ-ის“ დასახელება მხოლოდ საექსპორტო პროდუქტზეა შეცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]