weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„იმედს არ გავუცრუებთ“ – ჩეჩნეთში 12 ათასი მებრძოლი პუტინის ბრძანებას ელოდება 

17:52 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გროზნოში რესპუბლიკის ძალოვანი ორგანოების 12 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს მოუყარა თავი და მათი საბრძლო მზადყოფნა შეამოწმა. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წყარო, მათ შორის, Chechnyatoday ავრცელებს.

კადიროვის თქმით, სამხედროები მზად არიან, რუსეთის პრეზიდენტის ნებისმიერი ბრძანება შეასრულონ და სრულად უჭერენ მხარს პუტინის გადაწყვეტილებას.

„იმედს არ გავუცრუებთ, ნებისმიერ ბრძანებას შევასრულებთ. ამისთვის მზად ვართ. ვემზადებოდით, ვემზადებით და ყოველთვის მოვემზადებით.

ჯერჯერობით, არავის ვგზავნით. ჩვენი თანამშრომლები ასრულებენ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დაკისრებულ დავალებებს იმ ობიექტებზე, სადაც უნდა იყვნენ. ეს არიან მოხალისეები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ დროს ნებისმიერ სპეციალურ ოპერაციაზე გავიდნენ, რათა დაიცვან ჩვენ ხალხი და სახელმწიფო“.

კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, ვლადიმერ პუტინს ბოდიში მოუხადოს სამხედრო კონფლიქტისთვის.

„ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა რჩევა მივცე ზელენსკის, სანამ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი არ გამხდარა, სწრაფად დაურეკოს ჩვენს პრეზიდენტს, მთავარსარდალს ვლადიმერ პუტინს და ბოდიში მოუხადოს. გააკეთოს ეს უკრაინის გადასარჩენად. ითხოვოს პატიება და დაეთანხმოს ყველა იმ პირობას, რასაც რუსეთი წამოაყენებს. ეს მისთვის ყველაზე სწორი და პატრიოტული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა რამზან კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, რუსეთისთვის საბრძოლველად 70 ათასი მებრძოლია მზად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]