weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და რუსი სამშვიდობოების რიცხვის გაზრდა მოითხოვეს

23:00 შაბათი, 26 მარტი 2022

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთიუნიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას საომარი მდგომარეობის დროს უფლებებისა და თავისუფლებების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით.

განკარგულების თანახმად, საომარი მდგომარეობის პერიოდში, იზღუდება შეკრების თავისუფლების უფლება, იკრძალება გაფიცვები და ჩერდება იმ ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც დაკავებულები არიან პროპაგანდისტული ან მთიანი ყარაბაღის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საქმიანობით.

გარდა ამისა, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭომ წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რეგიონში რუსი სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდის თხოვნით. როგორც „უსაფრთხოების საბჭო“ აცხადებს, სამშვიდობოების ამჟამინდელი რაოდენობა არასაკმარისია მისიის სრულფასოვნად შესასრულებლად.

„გთხოვთ, გარდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნებისა, გადახედოთ რუსი სამშვიდობოების ამჟამინდელ რიცხოვნობას და მათ მომსახურე საშუალებების რაოდენობას და, შესაბამისად, გაზარდოთ სამხედრო პერსონალის და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა“, – ნათქვამია „უსაფრთხოების საბჭოს“ განცხადებაში.

24 მარტს არაღიარებული რესპუბლიკამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს მთიანი ყარაბაღის ასკერანის რაიონში. მათივე ცნობით, ფარუხისა და ხრამორტის დასახლებებიდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია განახორციელეს, ხოლო ფარუხი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაიკავეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი ჯარების წინსვლის შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამებოდა. უწყების განმარტებით, მიმდინარეობდა სამხედროების პოზიციების და დისლოკაციის დაზუსტება.

მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და „Bayraktar TB-2“ ტიპის უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი გამოიყენა, რის შედეგადაც სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 მარტიდან 25 მარტამდე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, დაარღვიეს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულებები, შევიდნენ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და სადამკვირვებლო პუნქტის შექმნეს.

„უპილოტო საფრენმა აპარატმა ოთხი დარტყმა მიაყენა მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ნაწილებს ფარუხის დასახლებასთან. ამჟამად რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა ზომებს იღებს ვითარების დასარეგულირებლად და ჯარების თავდაპირველ პოზიციაზე დასაბრუნებლად“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]