weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბლოგერი ალექსანდრე ლაპშინი შეიწყალა

13:00 ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსი ბლოგერი ალექსანდრე ლაპშინი შეიწყალა. ლაპშინი, რომელიც ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე იმყოფებოდა, 2017 წლის 20 ივლისს, ბაქოს სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ილჰამ ალიევის განკარგულების შესახებ საუბრისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ალი ჰასანოვმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ლაპშინმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა. „თუმცა, ზედამხედველებმა დროულად შეძლეს სუიციდის მცდელობის აღკვეთა. ბლოგერს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეს იმყოფება“.

ალექსანდრე ლაპშინი, აზერბაიჯანის მოთხოვნით, ბელარუსში 2016 წელს დააკავეს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ლაპშინი ოფიციალურად მიღებული ნებართვის გარეშე, 2011 წლის აპრილსა და 2012 ოქტომბერში უკანონოდ იმყოფებოდა ყარაბაღში, რითაც, ბაქოს განცხადებით, მან დაარღვია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის“ და „საპასპორტო რეჟიმის“ შესახებ კანონები.

ლაპშინს რუსეთის, ისრაელისა და უკრაინის მოქალაქეობა აქვს. მისი ექსტრადიციას ისრაელი და რუსეთი ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ბელარუსის ხელისუფლებამ ბლოგერი აზერბაიჯანს მაინც გადასცა.

ალექსანდრე ლაპშინი წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]