weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

კადიროვმა კიევის და დანარჩენი ქალაქების „აღების“ გეგმებზე ისაუბრა

11:24 ორშაბათი, 11 აპრილი 2022

„ჩვენ უკვე ვიწყებთ კონკრეტულად, წერტილოვნად მუშაობას. იქნება შეტევითი მუშაობა არა მხოლოდ მარიუპოლში, არამედ სხვა დასახლებულ პუნქტებში, ქალაქებსა და სოფლებში. პირველ რიგში, სრულად გავათავისუფლებთ ლუგანსკსა და დონეცკს – ასეთი ამოცანა დააყენა უმაღლესმა მთავარსარდალმა, ჩვენმა ძვირფასმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. შემდეგ ჩვენ ავიღებთ კიევს და დანარჩენ ქალაქებს“, – განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა.

კადიროვის თქმით, მათი მიზანია „ბანდეროვცებისა“ და „ნაცისტების“ განადგურება, ასევე იმ „შაითანების, რომლებიც ჩეჩნურად ლაპარაკობენ და თავს მუსლიმებს უწოდებენ“.

„ბევრს აქვს კითხვა – კიევიდან გავიდნენ, ესე იგი, კიევის აღებას არ აპირებენ, რუსეთი უკრაინას უთმობს. მე როგორც ქვეითი, როგორც ამ ყველაფრის მონაწილე, დღედაღამ ვმუშაობ ყველა მიმართულებაზე. მადლობა პრეზიდენტს, თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული გვარდიის მეთაურს, რომ ამის ნებას მაძლევენ.

ჩემი ვალია სუვერენული სახელმწიფოს – რუსეთის დაცვა და უმაღლესი მთავარსარდლის ნებისმიერი სირთულის ნებისმიერი ბრძანების შესრულება. გარწმუნებთ, უკან არცერთი ნაბიჯი არ გაკეთდება.

ყველას, ვისაც აინტერესებს მიმდინარე ოპერაციის ბედი, გეუბნებით, რომ თუ კიევი არ შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელსაც პუტინი სთავაზობს, სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება. წყნარად იყავით. ჩვენს პრეზიდენტს დაწყებული საქმე ყოველთვის მიჰყავს ლოგიკურ დასასრულამდე“, – განაცხადა რამზან კადიროვმა.

კადიროვმა დაამატა, რომ ვლადიმერ პუტინს ყველასთვის მშვიდობა, სატაბულურობა და კეთილდღეობა სურს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ჩეჩნეთის ლიდერმა უკრაინაში ატასობით მებრძოლის გაგზავნის შესახებ განაცხადა. ის ამბობდა, რომ კიევსა და მარიუპოლში თავადაც იყო ჩასული, რაც ყალბი ინფორმაცია აღმოჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]