ტრაგიკული შემთხვევა 26 აპრილს, საღამოს მოხდა, როდესაც ფაშინიანი სამთავრობო აგარაკზე ბრუნდებოდა. გავრცელებული ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ ორსული ქალი გზას ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელით კვეთდა. საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ ოფიცერთა კორპუსის მეთაური, რომელიც საგზაო პოლიციის სამსახურს ახლდა, „ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომობილით დაეჯახა ქალს. სონა მნაცაკანიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საათ-ნახევრიანი რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ვერც ის გადარჩა და ვერც მისი შვილი.
მომხდარს თავად ნიკოლ ფაშინიანი საჯაროდ არ გამოხმაურებია, პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებაში, რომელიც ორსული ქალის დაღუპვიდან 24 საათში გაავრცელდა, აღნიშნულია, რომ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა დაღუპული ქალის მამას, მიუსამძიმრა და დაარწმუნა, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდება. აპარატის უფროსის მოადგილემ, ტარონ ჩახოიანმა აღნიშნა, რომ ფაშინიანი კორტეჟის ერთ-ერთ მანქანაში იჯდა და შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100-150 მეტრში იმყოფებოდა. ჩახოიანის თქმით, პრემიერ-მინისტრმა „დავარდნილი ქალი“ შეამჩნია და სასწრაფოს გამოძახების დავალდება გასცა, ხოლო მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მას დაეჯახნენ, შესაბამისი მითითებები მისცა ჯანდაცვის მინისტრს და სამართალდამცავ უწყებებს.
სომხეთის ხელისუფლების ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მომხდარის გამო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.