weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

აუცილებელია II ეტაპის დაწყება და სპეცოპერაცია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე – კადიროვი

10:29 ოთხშაბათი, 04 მაისი 2022

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მეორე ეტაპის დაწყება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და არამხოლოდ დონბასში. ამის შესახებ მან რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„მთავარია მეორე ეტაპის დაწყება და სპეცოპერაციის ჩატარება კონკრეტულად არა მხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიაზე, არამედ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფოები, რომლებიც, მათივე სიტყვებით, შეიარაღებული არიან საუკეთესო იარაღით, თავხედურად ამარაგებენ უკრაინას. ეს იარაღი უკვე იყიდება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ეს არის მსოფლიო ქაოსი, უკანონობა.

ეს რომ არ გაგრძელდეს, წერტილი რომ დავსვათ, უნდა დავიწყოთ მეორე ეტაპი და შევიდეთ დანარჩენ ქალაქებში – ხარკოვში, კიევში, ხერსონში და ასე შემდეგ“, – ამბობს კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ამის შემდეგ უკრაინაში ახალი ხელისუფლება უნდა დააყენონ და აწარმოონ მოლაპარაკებები ყველა სხვა სახელმწიფოსთან, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა სურს.

„უნდათ სანქციები? ვიბრძოლებთ სანქციების წინააღმდეგ. უნდათ ომი? ვიომებთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ყველაზე კარგად შეგვიძლია ბრძოლა“, – აღნიშნა კადიროვმა.

მან რუსეთის პრეზიდენტს მიმართა, რომ მისგან ბრძანებას ელოდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]