weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩეჩნები რუსეთს 400 წელია ვებრძვით, დღეს ეს შესაძლებლობა უკრაინაში გვაქვს – ჩებერლოევსკი

18:54 პარასკევი, 06 მაისი 2022
ფოტო: Ivor Prickett/The New York Times ფოტო: Ivor Prickett/The New York Times

შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩენთა ბატალიონის მეთაურმა, მუსლიმ ჩებერლოევსკიმ BBC-ის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა, რატომ იბრძვიან ჩეჩნები უკრაინაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ.

„ამისთვის ბევრი მიზეზი გვაქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსების წინააღმდეგ საუკუნეებია ვიბრძვით, უკვე 400 წელია. მას შემდეგ, რაც იძულებულნი გავხდით, სახლი დაგვეტოვებინა, უკრაინაში აღმოვჩნდით და აქ, გარკვეული დროის შემდეგ, ეს ყველაფერი დაიწყო. 2013 წელს მაიდანი მოხდა, 2014 წელს კი რუსეთმა მიიტაცა ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი“, – განაცხადა მუსლიმ ჩებერლოევსკიმ.

BBC-ის ცნობით, ბევრი ჩეჩენი, რომელიც ახლა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში იბრძვის, ჩეჩნეთშიც რუსებს ებრძოდა, მათ შორის, მუსლიმ ჩებერლოევსკი. 2014 წელს უკრაინაში ჩეჩნების ორი ბატალიონი შეიქმნა. ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი ლუგანსკის ოლქში განლაგდა, ხოლო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი – დონეცკში.

„ევროპასა და უკრაინაში მყოფ ჩეჩნებს მოვუწოდეთ, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მიეღოთ მონაწილეობა უკრაინის მხარეზე.

ჩვენთვის, ჩვენს დანაყოფში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსების წინააღმდეგ ვიბრძოლებთ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება. დღეს ეს შესაძლებლობა აქ გვაქვს.

უკრაინელები რუსების გამო იტანჯებიან, ისევე როგორც ჩვენ. რუსეთი მათ კლავს, ამცირებს რამდენიმე ასწლეულია. ისინი იცავენ თავიანთ თავისუფლებას, ქვეყანას რუსეთისგან, თუმცა კი თავადაც ქრისტიანები არიან“, – განაცხადა შეიხ მანსურის ბატალიონის მეთაურმა.

მუსლიმ ჩებერლოევსკის თქმით, ბატალიონში ჩეჩნების გარდა სხვა ეროვნების მებრძოლებიც ჰყავთ, მათ შორის, ქართველებიც: „ახალწვეულებს ვამოწმებთ: რით იყვნენ დაკავებული მანამდე, როგორ მოვიდნენ ჩვენამდე, შეიძლება თუ არა მათი ნდობა. ბატალიონში გვყავს ქართველები, ამხანაგები საქართველოდან, თათრეთიდან, უზბეკეთიდან“.

BBC-ის ინფორმაციით, ჩეჩნები იბრძვიან არა მხოლოდ როგორც მოხალისეები, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშიც

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოქმედი ლიდერი, რამზან კადიროვი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩნები, ისევე როგორც სხვა მუსლიმები, „შაიტანები“ არიან. კადიროვი მისი ხელმძღვანელობით მებრძოლ ჩეჩნებს, ე.წ. კადიროველებს, მათი განადგურებისკენ მოუწოდებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]