weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა

19:39 შაბათი, 14 მაისი 2022

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე რიზე-ართვინის საერთაშორისო აეროპორტი საზეიმოდ გახსნეს.

ერდოღანმა ახალ აეროპორტს საჰაერო ნავსადგური უწოდა და განაცხადა, რომ ის ბოლო 20 წლის განმავლობაში ავიაციისა და ტრანსპორტის სფეროში თურქეთის მიღწევების სიმბოლოა.

„რიზე-ართვინის აეროპორტი, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის რთულ გეოგრაფიულ პირობებში ავაშენეთ, ასევე გაამარტივებს ტრანსპორტირებას ჩვენს მეზობელ საქართველოსთან“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აეროპორტი 5 წელიწადში აშენდა, ინვესტიციამ კი 4.4 მილიარდი თურქული ლირა შეადგინა.

რიზე-ართვინის აეროპორტში პირველი რეგულარული ავიარეისი დღეს, ეროვნულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სტამბოლიდან შეასრულა. აეროპორტში ჩარტერული რეისებით ჩაფრინდნენ ერდოღანი და ალიევი.

რიზე-ართვინის აეროპორტის მთლიანი შიდა ფართი 47 133 კვ.მ-ია. ის პაზარის რაიონში, რიზეს ცენტრიდან 34, ხოლო ართვინიდან 112 კილომეტრში მდებარეობს. აეროპორტს 3 კილომეტრის სიგრძისა და 45 მეტრის სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს, რომელიც ზღვის ამოშრობის შედეგად ააშენეს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რიზე-ართვინის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]