weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანმა ნავთობის მოპოვებაზე „საუკუნის ხელშეკრულება“ 2050 წლამდე გაახანგრძლივა

15:00 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

აზერბაიჯანი და ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმი შეთანხმდენენ, რომ 2050 წლამდე აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სექტორში „აზერი – ჩირაგი – გიუნეშლის“ აზერბაიჯანულ საბადოზე ნავთობის მოპოვებას გააგრძელებენ.

„ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, პროექტის ოპერატორი ბრიტანული კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმია“ (BP). რაც შეეხება მოგების გაყოფას, ახალ ხელშეკრულებაში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) საკუთარი წლი 11%-დან 25%-მდე გაზარდა. „ბრიტიშ პეტროლიუმის“ წილი 30,37%-ია. დარჩენილი ნაწილი კი კონსორციუმის წევრ 7 კომპანიაზე მოდის.

ინვესტიციის მოცულობამ უახლოესი 32 წლის განმავლობაში 40 მილიარდ დოლარს უნდა გადააჭარბოს. ამასთან აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი ბონუსის სახით 3.6 მილიარდ დოლარს მიიღებს.

აზერბაიჯანმა პირველ სანავთობო ხელშეკრულებას, რომელსაც „საუკუნის ხელშეკრულება“ ეწოდა, ხელი 1994 წელს მოაწერა. „აზერი ჩირაგი გიუნეშლის“ საბადოდან კი ნავთობის მოპოვება 1997 წლიდან დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ ხელშეკრულების ხელმოწერის მონაწილეებს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და ადანაშაულებენ ადამიანების გატაცებაში, უკანონო დაპატიმრებებსა და წამებაში.

ცოტა ხნის წინ ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2012-2014 წლებში დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი დახარჯა ევროპელი პოლიტიკოსების მოსყიდვაში, ფუფუნების საგნების შეძენასა და ფულის გათეთრებაში. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ანგარიშის უკან ე.წ. „სომხური ლობი“ და ჯორჯ სოროსის ფონდი დგანან.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]