weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

აზერბაიჯანში ჟურნალისტს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

13:23 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

18 სექტემბერს აზერბაიჯანის სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ ელჩინ ისმაილის, რომელიც დამნაშავედ ცნო ფულის გამოძალვაში, ქრთამის აღებასა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.

Meydan TV-ს ინფორმაციით, ელჩინ ისმაილის ადვოკატმა ელჩინ სადიყოვმა განაცხადა, რომ საქმეში სანდო მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატის განცხადებით, პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და ჟურნალისტი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო არის დაპატიმრებული.

ოპოზიციაში მყოფი „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტი“ თვლის, რომ ელჩინ ისმაილის დევნიან არა მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო, არამედ მათთან კავშირისთვისაც. მეჯლისის წევრის, ნურედინ მამედლის განცხადებით, ელჩინ ისმაილის დევნის მიზანი მათი პარტიის დისკრედიტაციაც არის.

ელჩინ ისმაილი 2017 წლის 17 თებერვალს დააკავეს. 22 თებერვალს, საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ აცხადებდა, რომ ელჩინ ისმაილიმ იმ ჟურნალისტების სია შეავსო, რომლებიც აზერბაიჯანში გაყალბებული ბრალდებებით არიან დაკავებულები.

Meydan TV-ს ცნობით, ელჩინ ისმაილის წინა წლებშიც ავიწროებდნენ. 2015 წელს ის დააკავეს ქალაქ ისმაილში და არაფხიზელ მდგომარეობაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას უცენზურო განცხადებების გაკეთებას აბრალდებდნენ. ხოლო, 2013 წელს პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი თავს დაესხა.

 

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]