weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხადიჯა ისმაილოვას „ალტერნატიული ნობელის პრემია“ გადაეცა

17:00 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ ხადიჯა ისამილოვას „მართებული ცხოვრების წესისთვის“ (Right Livelihood) განკუთვნილი ჯილდო გადაეცა, რომელსაც ალტერნატიულ ნობელის პრემიასაც უწოდებენ.

ხადიჯა ისმაილოვა რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არსებულ კორუფციას იკვლევდა. ისმაილოვა 2014 წლის დეკემბერში დააკავეს. 2015 წლის სექტემბერში სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. სასჯელის სახით სასამართლომ მას 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 2016 წელს პირობითი პატიმრობით შეუცვალეს.

საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის სახელმწიფოები აზერბაიჯანს ხადიჯას გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. ჟურნალისტისთვის წაყენებული ბრალდებები თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირად შურისძიებად განიხილებოდა.

Right Livelihood-ის ჯილდო, რომელიც 3 მილიონ შვედურ კრონს, ანუ 374 ათას ამერიკულ დოლარს უდრის, 1980 წელს, ფილანტროპმა იაკობ ფონ იუქსკულმა დააწესა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]