„ეს [მაღალი შობადობა] ჩვენს წინაშე ახალ ამოცანებს აყენებს, რომლებიც ოპერატიულ გადაწვეტას საჭიროებენ. ეს არის გაზრდილი ხარჯები ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროებში, რაც აუცილებელია მხედველობაში იქნას მიღებული ბიუჯეტიდან სუბსიდიის დაანგარიშების დროს“, - აღნიშნა კადიროვმა.
„კავკაზსკი უზელი“ რუსეთის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ჩეჩნეთში შობადობა სულ რაღაც 0.3%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში 19 418 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 54-ით აღემატება.
ჩეჩნეთმა ფედერალური ბიუჯეტიდან 2017 წელს სუბსიდიის სახით 40 მილიარდი რუბლი მიიღო. ეს თანხა 2016 წელთან შედარებით არ გაზრდილა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს რუსეთის ფინანსთა სამინისტროში ჩეჩნეთისთვის სუბსიდიის შემცირების საკითხს განიხილავდნენ.