weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთში ბრაკონიერობისთვის მაღალჩინოსნის დასჯას ითხოვენ

15:16 პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017

სომხეთში ერთ-ერთი სოფლის ხელმძღვანელის და კიდევ ორი ადამიანის დასჯას ითხოვენ, რომლებმაც სავარაუდოდ სვავებზე ინადირეს. 4 ოქტომბერს „ფეისბუქში“ გავრცელდა ფოტო, რომელზეც სამ მამაკაცს ორი თეთრთავიანი სვავი ფრთებით უჭირავს. ფოტოზე დაფიქსირებული პირების დასჯის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, სადაც ნათქვამია, რომ იშვიათი ფრინველი არაგაწოტნის პროვინციაში მდებარე სოფელ შენავანის ხელძღვანელმა არტურ მკრტიჩიანმა მოკლა.

„მიიღეთ ზომები და დასჯასაჯეთ დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელსაც ხელი 3 700-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

სომხეთში თეთრთავიან სვავებზე ნადირობა კანონით აკრძალულია, რადგან ეს ფრინველი წითელ ნუსხაშია შეტანილი.

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ბრაკონიერობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შემოწმებით დადგინდა, რომ სურათზე აღბეჭდილი ავტომობილი „ნივას“ სანომრე ნიშანი სახელმწიფო უწყებაში 2013 წელს ჩააბარეს და მას შემდეგ სხვა ავტომობილზე არ გაცემულა. შესაბამისად, ფოტო 2013 წლამდეა გადაღებული. თავად არტურ მკრტიჩიანი ამბობს, რომ ფოტო 2007 წელს გადაიღეს და მათ მოკლული სვავები გზაზე იპოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]