weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთთან თანამშრომლობის ბრალდებით აზერბაიჯანში ადამიანთა ჯგუფი დააკავეს

12:54 ორშაბათი, 08 მაისი 2017

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სამხედრო და სამოქალაქო პირები სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისა და დივერსიის მომზადების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება აზერბაიჯანის მთავარმა პროკურატურამ, უსაფრთხოების სამსახურებმა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა გაავრცელეს.

აზერბაიჯანის ძალოვანი უწყებების მტკიცებით, დაკავებულები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პროვოკაციებს გეგმავდნენ. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ ბაქოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაგეგმილი დივერსია და ტერორისტული საქმიანობა აღკვეთეს.

„სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირებისგან შემდგარი ჯგუფი ეჭვმიტანილია მოწინააღმდეგე ქვეყნის დაზვერვასთან თანამშრომლობაში. სხვადასხვა დროს სომხეთის მხარეს ისინი გადასცემდნენ სამხედრო საიდუმლოებას განკუთვნილ ინფორმაციას“ - ნათქვამია აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის მიერ 7 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულთა რაოდენობა უცნობია.

სომხურ მხარეს დაკავების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]