weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ილჰამ ალიევმა და სერჟ სარგსიანმა ჟენევაში ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრეს

12:00 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მთიან ყარაბაღში დაძაბულობის შესუსტებისა და მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებისთვის დამატებით ნაბიჯებს გადადგამენ. ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანის შეხვედრა ჟენევაში გუშინ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.

სომხური მედიის ინფორმაციით, სერჟ სარგსიანი შვეიცარიის სომხურ თემსაც შეხვდა, სადაც მან ალიევთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრა. რაიმე კონკრეტული შეთანხმება პრობლემის მოგვარების თაობაზე არ გვაქვს, თუმცა შევთანხმდით, რომ მივიღებთ ზომებს დაძაბულობის კიდევ უფრო შესასუსტებლად, რათა მსხვერპლი თავიდან იქნეს აცილებული. უნდა ითქვას, რომ ამაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მე ძალიან ვართ დაინტერესებულები. ღმერთმა ქნას, სულ ასე ფიქრობდეს. მასაც კარგად ესმის პრობლემის სირთულე და ბუნებრივია, მეც. მაგრამ პრობლემა ისეთია, რომ მარტივად ვერ მოგვარდება“, - ციტირებს NEWS.am სერჟ სარგსიანის კომენტარს.

პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთისთვის არ არსებობს პრობლემის ისეთი გადაწყვეტა, რომელიც ყარაბაღის უსაფრთხოებას დაარღვევს. „ჩვენთვის ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის გარეთ იყოს“, - აღნიშნა სარგსიანმა.

უახლოეს მომავალში მინისკის ჯგუფის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრას აზერბაიჯანისა და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებთანაც გამართავენ.

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]