weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ISIS-ში გაწევრიანების მცდელობის ბრალდებით ჩეჩნეთში 48 ადამიანი დააკავეს

14:54 ორშაბათი, 08 მაისი 2017

2017 წელს ჩეჩნეთში 48 ადამიანი დააკავეს სირიაში წასვლისა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანების მცდელობის ბრალდებით. ახალი ამბების სააგენტო „კავკაზსკი უზელი“ რუსეთის ძალოვანი უწყებების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ტერორისტული დაჯგუფების მხარეს ახალგაზრდების გადაბირებას ხელს თავად სამართალდამცავები უწყობენ.

სირიის ტერიტორიაზე 600-ზე მეტი ჩეჩენია, საიდანაც დაახლოებით 340 ადამიანზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

2016 წელს ჩეჩნეთიდან სირიაში 19 ადგილობრივი გაემგზავრა. სამართალდამცავების ინფორმაციით, სირიაში წასვლას ძირითადად 25-დან 30 წლამდე ახალგაზრდები ცდილობენ.

როგორც „კავკაზსკი უზელი“ წერს, ახალგაზრდების გადაბირების ყველაზე გავრცელებული საშუალება სოციალური ქსელებია. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ გადამბირებელთა შორის თავად ძალოვანი სტუქტურების წარმომადგენლები იყვენენ.

„ძალოვანები შესაძლოა თავად აკეთებდნენ ახალგაზრდა მამაკაცის ან ქალის პროვოცირებას, რომ გადადგან ეს ნაბიჯი. შემდეგ კი ამას წარმოაჩენენ, როგოც საკუთარი ოპერატიული მოქმედების შედეგს. ისინი სასურველი შედეგების მიღწევას ნებისმიერი მეთოდით ცდილობენ, მათ შორის მიზანმიმართული პროვოკაციებითაც“, - ამბობს „კავკაზსკი უზელთან“ ჩეჩნეთის ძალოვანი ორგანოს წამომადგენელი.

მისივე თქმით, რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების სირიაში გამგზავრების პიკი 2013-2015 წლებში იყო, თუმცა, ტერორისტული ან ექსტრემისტული დაჯგუფებების რიგებში ჩეჩნების გაწევრიანება კვლავ აქტუალური თემაა.

„კავკაზსკი უზელი“ წერს, რომ ექსპერტების შეფასებით, ჩეჩენი ახალგაზრდები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიით საკუთარი ოჯახების მძიმე მდგომარეობის, ხელისუფლების თვითნებობით უკმაყოფილებისა და თვითგამორკვევის საჭიროების გამო ინტერესდებიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსადმი“ ერთგულებას ჩეჩნეთში მასობრივი ხასიათი არ აქვს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]