შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა. მოტივი, რის გამოც ლეიტენატმა სროლა დაიწყო, უცნობია.
„ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში მსგავსი ინციდენტი მოხდა დაღესტანში, როდესაც 23 წლის კაპრალმა ოფიცრებსა და სხვა სამხედრო მოსამსახურეებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო მარტში, ჩეჩნეთში რუსეთის გვარდიის სამხედრო ნაწილზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ექვსი სამხედრო და ექვსი თავდამხმელი დაიღუპა. ამ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლმურმა სახელმწიფომ“ აიღო.
რუსეთის ეროვნული გვარდია 2016 წლის გაზაფხულზე შეიქმნა და ჩრდილოეთ კავკასიაში კონტრტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობს.