weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

აზერბაიჯანში წინადაცვეთის შედეგად 5 წლის ბავშვი დაიღუპა

17:57 სამშაბათი, 09 მაისი 2017

აზერბაიჯანში სახლის პირობებში ჩატარებული წინადაცვეთის შედეგად 5 წლის ბიჭი დაიღუპა. პირი, რომელიც აღნიშნულ ოპერაციას ატარებდა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია ეჭვმიტანილი.

ახალი ამბების სააგენტო „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, 2012 წელს დაბადებული ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მას ოპერაცია ქირურგმა ჩაუტარა, რომელიც 2016 წელს პენსიაზე იყო გასული.

ოპერაციის დროს ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 124.1 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წინადაცვეთა გავრცელებული პრაქტიკაა იუდაიზმისა და ისლამის რელიგიის პრაქტიკაში, რომლის დროსაც მცირეწლოვან ბიჭებს სასქესო ორგანოს კანის ბოლოს კვეთენ.

მამაკაცისა და ქალის წინადაცვეთა გავრცელებული პრაქტიკაა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში. ცოტა ხნის წინ, საზოგადოებამ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან, საქართველოში, ყვარლის სამ სოფელში, ჩანტლისყურეში, თივსა და სარუსოში ქალთა გენიტალიების დასახიჩრების თაობაზეც შეიტყო. ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში ქალის გენიტალიების მოკვეთა ან ჩაჭრა სახლის პირობებში ხდება. ქალის გენიტალიების დასახიჩრებას ადგილობრივები იმით ხსნიან, რომ გოგონას არ გაუჩნდება სექსუალური ლტოლვა და ქმარს არ უღალატებს.

სპეციალისტების განმარტებით, ქალთა გენიტალიების დასახიჩრებას შესაძლოა მოჰყვეს მრავალი გართულება, მათ შორის შოკი და სიკვდილიც კი. საქართველოში ქალთა გენიტალიების დასახიჩრება სისხლის სამართლის წესით ისჯება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]