როგორც რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში წერს, გოგონა გაბრაზდა, როდესაც გაიგო, რომ საჩუქრად ძვირადღირებულ ნივთს მიიღებდა. „მან განაცხადა, რომ კონკურსში მონაწილეობა iphone-ის გამო კი არ მიიღო, არამედ თავისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოსახატად“.
ჩეჩნეთის მეთაურის თქმით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა საჭირო არ არის, რადგან კონკურსმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ხალხის ნამდვილი დამოკიდებულება უკვე გამოავლინა.
„კამჩატკიდან კალენინგრადამდე, ყველა რეგიონის მცხოვრებებმა ემოციურად გამოხატეს თავიანთი აზრი, შეაფასასეს ვლადიმერ პუტინის ტიტანური შრომა. ერთ დღეღამეში სამი ათასზე მეტი ლექსი მივიღეთ. საკონკურსო პუბლიკაციები კი მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა“, - წერს კადიროვი.
„კავკაზ.რეალიის“ ინფორმაციით, მესამე კლასელ გოგონას პლაგიატში ადანაშაულებენ. გავრცელებული ცნობით, მის მიერ წაკითხული ლექსი ინტერნეტში სულ მცირე სამი წლის წინ იყო გამოქვეყნებული. ჩეჩენმა გოგონამ ლექსის ის სტრიქონები გამოტოვა, სადაც პუტინის სიდაბლეა ნახსენები.