weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩეჩნეთში ცათამბჯენ „ახმატ თაუერის“ და მასშტაბური სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

14:38 კვირა, 12 ნოემბერი 2017

ჩეჩნეთში ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო-გასართობი ცენტრის „გროზნი მოლის“ და ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის „ახმატ თაუერის“ მშენებლობა დაიწყო. შენობები და რეკრეაციული ზონა ჩეჩნეთის დედაქალაქში 19 ჰექტარზე განთავსდება.

„ახმატ თაუერის“ სიმაღლე 435 მეტრია. გათვალისწინებულია 102 სართულის და 500 ნომრის მშენებლობა. ცათამბჯენის პროექტის განხორციელებაზე დაახლოებით მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

„კავკაზ.რეალიი“-ს ინფორმაციით, 2018 წელს, ჩეჩნეთი ბიუჯეტის ბალანსირებისთვის დოტაციის სახით 17.1 მილიარდ რუბლს მიიღებს. რაც შეეხება რუსეთის ბიუჯეტიდან მისაღებ ძირითად დოტაციას, მისი ოდენობა 27 მილიარდი რუბლია.

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ კვარტალში უმუშევრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ინგუშეთში (26,9%), ჩეჩნეთში (13,9%) და დაღესტანში (11,1%) დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]