"შეიძლება ითქვას, ეს ჩემი ოცნებაა. რეგიონის ხელმძღვანელობა და პასუხიმგებლობა ხალხზე, რესპუბლიკაზე უზენაესის წინაშე, სახელმწიფოს ხელმძღვანელობის წინაშე და ასევე ხალხის წინაშე - ძალიან რთულია", - აღნიშნა კადიროვმა.
მისი განმარტებით, ის არ დაღლილა, უბრალოდ მიაჩნია, რომ "დრო მოვიდა".
"ოდესღაც საჭირო იყვნენ ისეთები, როგორიც მე ვარ - საბრძოლველად და წესრიგის დამყარებისთვის. დღეს კი ჩვენთან წესრიგია, თაყვანისცემაა, საზოგადოებაში გაგებაა. პირველ რიგში, ჩვენ რუსეთის მოქალქეებად მიგვიჩნევენ. ჩემი აზრით, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ცვლილებების დროა".
რაც შეეხება მის მემკვიდრეს, ამაზე კადიროვმა განაცხადა, რომ მისი დასახელება სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პრეროგატივა და ხალხის გადაწყვეტილებაა.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რუსპუბლიკას 2007 წლიდან უდგას სათავეში. მას ხშირად აკავშირებენ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან.