weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩეჩენი მომღერალი აზა ბატაევა ერაყში დაიღუპა

18:01 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს მებრძოლი ცნობილი ჩეჩენი მომღერალი აზა ბატაევა მეუღლესთან ერთად ერაყის ქალაქ მოსულში დაიღუპა. „კავკაზ.რეალიი“ გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ აზა ბატაევასთან ერთად მისი დაც იმყოფებოდა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მის უკან დასაბრუნებლად წავიდა.

ჩეჩენი საესტრადო მომღერალი კონფლიქტის ზონაში დაახლოებით ორი წლის წინ გაემგზავრა. თავდაპირველად ის ქმართან ერთად თურქეთში ცხოვრობდა, საიდანაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ და ამ დაჯგუფების რიგებში იბრძოდნენ. ერაყში ყოფნის დროს მომღერალი პროპაგანდისტულ ვიდეოებს აქვეყნებდა. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტს ხევს და მოსულის ქუჩებში სამხედრო ავტომობილით დადის.

„კავკაზ.რეალიი“ წერს, რომ ბატაევა სექტემბერში დაიღუპა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. აზა ბატაევა 34 წლის იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]