სააგენტო „აზერტაჯის“ ინფორმაციით, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარებისთვის, ასევე, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობების გამტკიცებისთვის ალიევას წმინდა მოციქულთასწორი ოლღას ორდენი გადაეცა.
აღნიშნული ორდენით ქალები საეკლესიო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ჯილდოვდებიან.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მეჰრიბან ალიევას პატრონაჟით 2013 წელს, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ასტრახანში წმინდა მოციქულთასწორი ვლადიმირის ძეგლი დაიდგა, წელს კი მისი მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო.