weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩრდილოეთ კავკასიაში დომბების გამრავლებას აპირებენ

13:42 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017

რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში დომბების გამრავლებას გეგმავს, რისთვისაც შვედეთიდან სუფთა სისხლის სახეობებს შეიყვანენ. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ ბუნების მსოფლიო ფონდზე (WWF) დაყრდნობით წერს.

ევროპული დომბები ჩრდილოეთ კავკასიაში 2018 წლის დასაწყისში გამოჩნდებიან.

„ისინი გრძელ გზას გაივლიან, გადალახავენ ბალტიის ზღვას და გაივლიან რამდენიმე ათას კილომეტრს. ხარები ოკის ნაკრძალში, საკარანტინო ვოლიერებში იცხოვრებენ. მომავალი წლის დასაწყისში მათ ნაწილს ჩრდილოეთ ოსეთში, ველურ ბუნებაში გაუშვებენ, სადაც კავკასიაში მცხოვრებ ჯოგებს შეუერთდებიან.

რუსეთს დომბების ასეთი დიდი რაოდენობა აქამდე არასდროს გადმოსცემია. ევროპიდან მათი შემოყვანა ბოლოს 15 წლის წინ, 2002 წელს მოხდა. ცხოველების ახალი ნაკადის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთში მათი გენეტიკური მრავალფეროვნების ასამაღლებლად, ისინი ხომ იმ 12 გადარჩენილი ინდივიდისგან გამრავლდნენ, რომლებიც მე-20 საუკუნის ბოლოს გაქრობის პირას იყვნენ“, - აღნიშნეს გარემოსდაცვით ორგანიზაციაში.

დომბა (ევროპული ბიზონი) ერთადერთი ველური ხარია ევროპაში, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ის ამავე დროს ევროპაში ხმელეთის ყველაზე მძიმეწონიანი ცხოველიც არის. მისი ტანის სიგრძე 2.1-3.5 მეტრია, თუ არ ჩავთვლით კუდის სიგრძეს. სიმაღლე კი ორ მეტრამდეც აღწევს. ახლადდაბადებული დომბა 35 კილოგრამამდე იწონის, ზრდასრული ხარები კი 900 კილოგრამამდეც არიან.

დომბები ჯოგებად ცხოვრობენ. წარსულში ეს ცხოველი ფართოდ იყო გავრცელებული ევროპასა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში. XX საუკუნისთვის მხოლოდ რუსეთში შემორჩა 2 ქვესახეობა - ბელოვეჟიეს დომბადა კავკასიური დომბა, რომელიც ბინადრობდა ჩრდილო-დასავლეთის კავკასიის მთის ტყეებში (საქართველოში გვხვდებოდა ბზიფის ხეობიდან თერგის სათავემდე). 1927 წელს ბოლო ველური დომბა დაიღუპა. მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნის ზოოპარკში გადარჩა 48 დომბა. მათ გასამრავლებლად მსოფლიოში საშენები შექმნეს.

ველურ ბუნებაში დომბების გაქრობა ტყეების გაჩეხვამ და ბრაკონიერობამ გამოიწვია. რუსეთის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთში 500 ინდივიდი ცხოვრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]