weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთში შესაძლოა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი აიკრძალოს

16:23 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017
ფოტოზე სომხეთის ტრანსპორტის მინისტრი ვაან მარტიროსიანი ფოტოზე სომხეთის ტრანსპორტის მინისტრი ვაან მარტიროსიანი

სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრო ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის დროებით შეჩერების და ეტაპობრივად მათი ექსპლუატაციის აკრძალვის ინციატივით გამოვიდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე შეზღუდვების დაწესება 2018 წლის 1 აპრილიდან იგეგმება.

ტრანსპორტის სამინისტრომ კანონპროექტის სამუშაო ვერსია გამოაქვეყნა, სადაც განმარტებულია, რომ მარცხენა მოძრაობისას მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა წარმოადგენს საფრთხეს მოძრაობის დაწყების, მიმართულების შეცვლის, გასწრების თუ მანევრირების დროს, რადან მის მძღოლს მხედველობა შეზღუდული აქვს.

ტრანსპორტის სამინისტროს ამ ინიციატივას ავტომფლობელების და ავტოიმპორტიორების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები სომხეთში ძალიან პოპულარულია, რადგან მარცხენასაჭიანებთან შედარებით უფრო იაფი ჯდება.

როგორც „კავკაზსი უზელი“ წერს, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების აკრძალვა საავტომობილო ბაზრის დიდი მოთამაშეების ინტერესებშია. ავტომოყვარულთა დაცვის ლიგის ხელმძღვანელის, ტიგრან ოვანისიანის განცხადებით, კანონპროექტის დასაბუთებაში არ არის წარმოდგენილი არანაირი მონაცემი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები რაიმე სახის საფრთხეს ქმნიან.

„პოლიციას არ წარმოუდგენია არანაირი დასაბუთება იმ ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მონაწილეობით მოხდა. ტრანსპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიციამ კვლევა ჩაატარა, თუმცა ამ დრომდე ის არ გამოქვეყნებულა“, - განაცხადა ოვანისიანმა.

მას მიაჩნია, რომ ხელისუფლება საავტომობილო ბაზრის დიდი მოთამაშეების ინტერესების მიხედვით მოქმედებს. „თუ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები აიკრძალება, ხალხი იძულებული იქნება ავტოსალონებში უფრო ძვირადღირებული ავტომანქანები შეიძინონ. სწორედ ისინი დარჩებიან მოგებულნი“.

ავტომოყვარულთა უფლებების დაცვის ცენტრის „აქილევსის“ დირექტორის, სვეტლანა გრიგორიანის ინფორმაციით, 2017 წლის 30 სექტემბრისთვის სომხეთში 31 500 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა იყო რეგისტრირებული. მათი მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევების დაახლოებით 10% მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]