weather cur horoscope tv
აგვისტო 20, 2022

რამზან კადიროვი „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს

03:09 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კადიროვს პასუხისმგებლობას აკისრებენ სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის, წამებისა და ადამიანის უფლებების სხვა სახის დარღვევებისთვის.

კადიროვის გარდა, მაგნიტსკის განახლებულ სიაში მოხვდა ჩეჩნეთის ქალაქ არგუნის პოლიციის განყოფილების უფროსი აიუბ კატაევიც, რომელიც ეჭვმიტანილია გეების დევნასა და წამებაში.

„მაგნიტსკის აქტი“ აშშ-ის კონგრესმა 2012 წელს მიიღო. ანალოგიური აქტი აქვს დიდ ბრიტანეთს, კანადასა და ლიტვას. „მაგნიტსკის აქტი“ ითვალისწინებს ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს იმ პირთა წინააღმდეგ, ვისაც კავშირი აქვს კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.

აქტს სახელი იურისტ სერგეი მაგნიტსკის ხსოვნის პატივსაცემად დაერქვა. მაგნიტსკი, რომელმაც რუსეთის ბიუჯეტში კორუფციული სქემა გაშიფრა, მოსკოვის ციხეში 2009 წელს გარდაიცვალა. ხელისუფლებამ ის გადასახადების დამალვაში ცნო დამნაშავედ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]