weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს

21:30 კვირა, 31 დეკემბერი 2017

პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, მცირეწლოვანი დისშვილი და ძმისშვილი ზაქათალაში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. აფგან მუხთარლის ძმის განცხადებით, ქალი და ორი ბავშვი სავარაუდოდ ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალნენ.

„სახლში კიდევ ერთი ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც გადარჩა. ისინი სახლს გაზქურით ათბობდნენ. ღამით ცეცხლი ჩაქრა, ძლიერი ქარი იყო. ალბათ სახლში გაზი დაგროვდა“, - ამბობს Meydan.TV-სთან საუბარში აფგან მუხთარლის ძმა, ელშანი.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი ბაქოში აღმოჩნდა. აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ინფორმაციით, მუხთარლი 29 მაისს, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. მუხთარლი ამტკიცებს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს და საზღვარზე აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს გადასცეს.

აფგან მუხთარლის ბრალად დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. აფგან მუხთარლი ბრალს არ აღიარებს და ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]