weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ აზერბაიჯანს აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

11:06 შაბათი, 13 იანვარი 2018

ამრიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ აკვირდება მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას.

„შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმით, რომ 12 იანვარს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. გავრცელებული ინფორმაცით, ბატონი მუხთარლი საქართველოში 30 მაისს გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანში დააკავეს კონტრაბანდისა და სხვა ბრალდებებით, რომელიც ფართო წრეებში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა.

მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას გაათავისუფლოს ბატონი მუხთარლი და ყველა ის პირი, ვინც სასჯელს საკუთარი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისთვის იხდის.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას შესაძლო გატაცებაზე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ის იყოს სრული, გამჭვირვალე და დროული“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი აფგან მუხთარლი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით, 30 მაისს გაირკვა, რომ ის ბაქოში იმყოფებოდა და დაკავებული იყო საზღვრის უნანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ის გაიტაცეს და აზერბაიჯანში მალულად გადაიყვანეს. მისივე თქმით, მის გატაცებაში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აფგან მუხთარლი წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სამშობლოში პოლიტიკური მოტივით იდევნება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]