weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რამზან კადიროვი „მაგნიტსკის სიაში“ ლიტვამაც შეიყვანა

17:57 სამშაბათი, 16 იანვარი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ე.წ. მაგნიტსკის სიაში ლიტვამაც შეიყვანა. მიგრაციის დეპარტამენტმა ორშაბათს იმ 49 პირის სია გამოაქვეყნა, ვისაც ლიტვაში შესვლა აეკრძალა. 

მაგნიტსკის აქტის ანალოგიური კანონი, რომელიც ლიტვის პარლამენტმა 2017 წლის ნოემბერში მიიღო, ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა. დოკუმენტი ქვეყანაში შესვლას უკრძალავს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაკავშირებული არიან კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან ან ადმიანის უფლებების ხელყოფასთან. უცხოეთის მოქალაქისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილებას ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრი საგარეო სქმეთა მინისტრის წინადადების საფუძველზე იღებს. 

მაგნიტსკის აქტი ამერიკის შეერთებული შტატებში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2012 წელს მიიღეს. აქტს სახელი იურისტ სერგეი მაგნიტსკის ხსოვნის პატივსაცემად დაერქვა. მაგნიტსკი, რომელმაც რუსეთის ბიუჯეტში კორუფციული სქემა გაშიფრა, მოსკოვის ციხეში 2009 წელს გარდაიცვალა. ხელისუფლებამ ის გადასახადების დამალვაში ცნო დამნაშავედ. თავდაპირველად სიაში მხოლოდ რუსეთის ის მოქალაქეები შეჰყავდათ, რომლებმაც სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებაში შეიტანეს წვლილი. 2016 წელს კი ბარაკ ობამამ აქტს გლობალური სტატუსი მიანიჭა. ამ დროისთვის ინდივიდუალური სანქციები წესდება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ნებისმიერი ქვეყნის მოქალქის წინააღმდეგ. 

უკვე ცნობილია, რომ მაგნიტსკის აქტის ანალოგიურ კანონს უახლოეს მომავალში ლატვიაც მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]