weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

აზერბაიჯანში კონტრაბანდისთვის აზერბაიჯანის სამი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

15:12 ორშაბათი, 22 იანვარი 2018

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილია მასშტაბური ფინანსური თაღლითობის ქსელი. სპეცსამსახურების მიერ დაკავებულ ოთხ პირს შორის, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე მამედ იზმაილოვია.

ოპერატიული ღონისძიებები აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა 15-18 იანვარს ჩაატარეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აგილ მამედოვმა, მუსტაფა მუსტაფაევმა, ვუგარ ბაბევმა და მამედ იზმაილოვმა 2017 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან უკანონოდ 80 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გატანა შეძლეს. გამოძიების მასალებით, ქვეყნიდან გატანილია არადეკლარირებული ხუთი მილიარდი რუსული რუბლი და 300 ათასამდე ევროც.

აღნიშნული პირები დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (განმეორებითი კონტრაბანდა, ჯგუფურად ჩადენილი კონტრაბანდა და უკანონო მეწარმეობა) წარუდგინეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]