weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროკავშირი სომხეთს ატომური ელექტროსადგურის დახურვისკენ მოუწოდებს

14:13 შაბათი, 03 თებერვალი 2018

ევროკავშირმა სომხეთის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ატომური ელექტროსადგური დახუროს. ევროკავშირის წარმომადგენლის, დარიკ ლორენცის განცხადებით, აუცილებელია ატომური ელექტროსადგური რაც შეიძლება მალე დაიხუროს, რამდენადაც შეუძლებელია მისი ისე გაუმჯობესება, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს.

„ამავე დროს ჩვენ გვესმის, რომ სომხეთისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელოვანია. ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ევროკავშირი სომხეთთან მუშაობს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებაზე. ფუკუშიმას სადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, ევროკავშირში ყველა ატომურ ელექტროსადგურში, მათ შორის სომხეთშიც კვლევა ჩატარდა. ახლა მნიშვნელოვანია მისი შედეგების მიღება და უსაფრთხოების დონის ამაღლება“, - განაცხადა დარიკ ლორენცმა ერევანში, სადაც 30-31 იანვარს, სომხეთისა და ევროკავშირის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, კლიმატისა და სამოქალაქო თავდაცვის ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა.

სომხეთის ატომური ელექტროსადგური რეგიონში ერთადერთია. ის ქალაქ მეწამორში მდებარეობს. ატომური ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკი 1976 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, მეორე კი - 1980 წელს. სპიტაკში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, 1989 წელს, ატომური ელექტროსადგური გააჩერეს. გაჩერებამდე ის 48 446 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა.

ელექტროსადგურმა მუშაობა 1995 წლიდან განაახლა. ამ დროისთვის ის სომხეთში ელექტროენერგიის საერთო მოცულობის 33-35%-ს გამოიმუშავებს. რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოყოფილი 270 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტისა და 30-მილიონიანი გრანტის ფარგლებში, ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის 2027 წლამდე გახანგრძლივების პროგრამა ხორციელდება.

ევროკავშირი სომხეთს ატომური ელექტროსადგურის დახურვისკენ 2000-იანი წლების დასაწყისიდან მოუწოდებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]