weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

დაღესტანში ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით მთავრობის თავმჯდომარე დააკავეს

02:03 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018
ფოტოზე აბდუსამად გამიდოვი ფოტოზე აბდუსამად გამიდოვი

დაღესტანში სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა-მითვისების ბრალდებით რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელი პირები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

კომიტეტის ინფორმაციით, საქმის გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითობის გზით საბიუჯეტო ფულადი სახსრების მითვისებაში ჩართული იყვნენ დაღესტნის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აბდუსამად გამიდოვი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები შამილ ისაევი და რაიუდინა იუსუფოვა, ასავე დაღესტნის განათლების ყოფილი მინისტრი შაჰაბას შახოვი.

ბრალდებულები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, მათი საცხოვრებელი სახლები კი გაჩხრიკეს. მთავრობის თავმჯდომარის სახლის ჩხრეკის შედეგად ТТ და ბერეტას პისტოლეტები, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, კალაშნიკოვის ორი ავტომატი და ასევე საბრძოლო მასალა ამოიღეს.

მომდევნო დღეებში დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. პროკურატურა სასამართლოს წინაშე დააყენებს შუამდგომლობას მათთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

მაღალი თანამდებობის პირების დაკავება დაღესტანში იანვრიდან დაიწყო. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მაჰაჩყალის მერის და დედაქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორის წინააღმდეგ.

აბდუსამად გამიდოვის დაკავების შემდეგ დაღესტნის მთავრობის ხელმძღვანელად ანატოლი კარიბოვი დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]