weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ილჰამ ალიევი - ერევანში დაბრუნება ჩვენი სტრატეგიული მიზანია

00:57 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თავისი ისტორიული მიწები არ უნდა დაივიწყოს და ეტაპობრივად უნდა მიუახლოვდეს მის სტრატეგიულ მიზანს - ერევანში დაბრუნებას.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს და არც ვივიწყებთ ჩვენს ისტორიულ მიწებს. ეს უნდა გახდეს მომავალში ჩვენი საქმიანობის ორიენტირი. ამ მიმართულებით დღესაც ვმუშაობთ. ჩვენს ისტორიულ მიწებს წარმოადგენენ ერევნის სახასო, ზანგეზური, გოქჩა. ამის შესახებ უნდა იცოდეს ახალგაზრდა თაობამ და მთელმა მსოფლიომ. მახარებს, რომ ისტორიული ტერიტორიების შესახებ იწერება სოლიდური სამეცნიერო ნაშრომები, იღებენ ფილმებს, ორგანიზებას უკეთებენ გამოფენებს. უახლოეს წლებში ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო აქტიური ამ მიმართულებით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში პრეზიენტაციები და გამოფენები უნდა ტარდებოდეს. იმიტომ რომ ერევანი ჩვენი ისტორიული მიწაა და ჩვენ, აზერბაიჯანელები, უნდა დავბრუნდეთ ამ ისტორიულ მიწებზე. ეს ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია, ჩვენ ეტაპობრივად უნდა მივუახლოვდეთ მას“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა ბაქოში, პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ მეექვსე ყრილობაზე.

ალიევი მთიანი ყარაბაღის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.

„არასოდეს დავუშვებთ, რომ ჩვენს მიწაზე მეორე სომხური სახელმწიფო შეიქმნას. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ წარმოადგენს და არასოდეს იქნება მოლაპარაკებების თემა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

პარტიის ყრილობაზე, რომელიც 8 თებერვალს გაიმართა, ის ოფიციალურად წარადგინეს აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]