weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რამზან კადიროვმა ბიტკოინის ყიდვა გადაწყვიტა

14:35 კვირა, 11 თებერვალი 2018

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ელექტრონული ვალუტის - ბიტკოინის შეძენა გადაწყვიტა. კადიროვის განმარტებით, ეს მას დაეხმარება კრიპტოვალუტის განვითარებას დააკვირდეს.

„ბლოკჩეინის გარდა, გადახდის ინოვაციური ქსელებიც მაინტერესებს. გადავწყვიტე შევიძინო ბიტკოინები, რათა კრიპტოვალუტის განვითარებას ვადევნო თვალი. ბიტკოინებში ინვესტირება, რა თქმა უნდა, საეჭვო რამ არის, შესაძლოა მთელი ფული დაკარგო, დაზღვევა კი არ გაქვს. მითუმეტეს, რომ ამ სეგმენტში თაღლითობაა გავრცელებული“, - ციტირებს რამზან კადიროვის კომენტარს ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეკომპანია.

კადიროვს მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია კანონმდებლობით ზედმიწევნით უნდა რეგულირდებოდეს, მაგრამ აკრძალული არ უნდა იყოს. „მთავარია, მოქალაქეები დავიცვათ ფინანსური პირამიდებისა და სხვა თაღლითური სქემებისგან“, - აღნიშნა კადიროვმა.

ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის მეთაურმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში აქტიურად მუშაობენ ბლოკჩეინის სისტემის დასანერგად.

ვებ-გვერდ CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის დღევანდელი ფასი 8 011 აშშ დოლარია, 2017 წლის დეკემბრის შუა პერიოდში კი 19 000 აშშ დოლარს აჭარბებდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]