weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

„სტალინის სიკვდილი“ აზერბაიჯანშიც აიკრძალა

13:53 შაბათი, 17 თებერვალი 2018

აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ კინოთეატრებში ბრიტანული სატირული კომედიის „სტალინის სიკვდილის“ (The Death of Stalin) ჩვენება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Meydan TV ავრცელებს.

კინოთეატრ Cinema Plus-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაფარ ახუნდზადემ განაცხადა, რომ რუსეთში აკრძალული ფილმის აზერბაიჯანული პრემიერა იმ მიზეზით არ შედგება, რომ სამინისტრომ ფილმის გაშვება აკრძალა.

„ფილმი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის მოვლენების შესახებ და ეს ჩვენი ისტორიაა. ის კი, რაც ფილმშია აღბეჭდილი, შეურაცხყოფს ომში დაღუპულებს. ამ აზრისაა კულტურის სამინისტრო“, - განაცხადა ახუნდზადემ.

იანვარში რუსეთის კულტურის სამინისტროს საზოგადოებრივმა საბჭომ მიიჩნია, რომ ფილმს არ აქვს ისტორიული და კულტურული ღირებულება, შეურაცხყოფას აყენებს საბჭოთა სიმბოლიკას - ჰიმნს, ორდენებსა და მედლებს. აქედან გამომდინარე, რუსეთის კინოთეატრებში ფილმი აღარ გავიდა.

„სტალინის სიკვდილი“ 1-ლი თებერვლიდან გადის საქართველოს კინოთეატრებში. არმანდო იანუჩის ამ ფილმში, რომელიც იგივე სახელწოდების ფრანგულ კომიქსზეა დაფუძნებული, აღწერილია იოსებ სტალინის სიცოცხლის ბოლო საათებში და მისი სიკვდილის შემდეგ განვითარებული მოვლენები - მისი ახლო წრის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ფილმში მონაწილეობენ სტივ ბუშემი (ნიკიტა ხრუშჩოვი), საიმონ რასელ ბილი (ლავრენტი ბერია), ჯერარდ ლეპკოვსკი (ლეონიდ ბრეჟნევი) და რუპერტ ფრენდი.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]