weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანში ნარკოლოგიურ ცენტრში ხანძარს 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა

11:14 პარასკევი, 02 მარტი 2018

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რესპუბლიკურ ნარკოლოგიურ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, 26 ცხედარი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზის განყოფილებაში. მათი იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ხანძარი ნარკოლოგიურ დისპანსერში დილის 6 საათზე გაჩნდა. პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიოდნენ, ვერ მოახერხეს ცეცხლწაკიდებული შენობიდან გამოსვლა. მეხანძრეებმა 30-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]