weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დღეს კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნება

10:31 ორშაბათი, 22 მაისი 2017

დღეს კავკასიაში რუსულ-კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 1864 წლის 21 მაისს კრასნაია პოლიანაზე დამარცხდნენ კავკასიის ხალხები, მათ შორის ადიღეელები, უბიხები და აფხაზები.

ომებისა და მუჰაჯირობის შედეგად ფაქტობრივად გაქრა ამ ხალხების კვალი მათი საცხოვრებელი ადგილებიდან, დაიკარგა მათი მატერიალური კულტურა და ენა.

1864-1877 წლებში კი 80 000-მდე აფხაზი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სამშობლო. მუჰაჯირობამ გაამწვავა აფხაზეთში დემოგრაფიული პრობლემა, რომელიც აფხაზებისათვის დღესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

მუჰაჯირობა შეეხო დაახლოებით 150 000 ქართველ მუსლიმსაც, ძირითადად დღევანდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]