„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, სხვადასხვა სოციოლოგიური კომპანიის მონაცემებით, ილჰამ ალიევმა ამომრჩეველთა ხმების 82-86 % მიიღო. არჩევნებზე აქტივობამ 70%-ს გადააჭარბა.
რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სულ რვა კანდიდატი იღებს. ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არჩევნების რამდენიმე თვით ადრე დანიშვნით ხელისუფლებამ სხვა კანდიდატებს სრულყოფილი საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალა.
ილჰამ ალიევი ქვეყანას 2003 წლიდან მართავს. 2016 წელს აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 7 წლამდე გაიზარდა.