weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

დემონსტრანტები ერევანში პარლამენტის შენობის ბლოკირებას გეგმავენ

01:12 სამშაბათი, 17 აპრილი 2018

სომხეთის დედაქალაქში პროტესტი გრძელდება. NEWS.am-ის ინფორმაციით, აქტივისტები ამ დრომდე ერევნის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვას ცდილობენ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, ამ პროცესს უკვე არ აკონტროლებენ და ხალხი თვითნებურად მოქმედებს.

დღევანდელ აქციაზე პაშინიანმა 17 აპრილის სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს ოთხი-ხუთი მხრიდან პარლამენტთან მისასვლელი გზების ბლოკირებას, რათა ხელი შეუშალონ სპეციალური სხდომის ჩატარებას და ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევას.

რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 16 აპრილს სერჟ სარგსიანი დაასახელა. აქციის მონაწილეები ექს-პრეზიდენტს ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში ადანაშაულებენ.

ერევანში ხუთი დღეა საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. 16 აპრილს „სამოქალაქო შეთანხმებას“ სტუდენტებიც შეუერთდნენ. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა მავთულხლართები და ხმაურის ყუმბარები გამოიყენეს და დემონსტრანტებს პარლამენტის შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. შეტაკებების შედეგად 40 სამოქალაქო პირი და ექვსი პოლიციელი დაშავდა. დაშავებულებს შორის ოპოზიის ლიდერი ნიკოლ პაშინიანიც იყო, რომელსაც ხელი და სახე დაუზიანდა. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. როგორც უწყებაში განაცხადეს, ნიკოლ პაშინიანის მიერ ორგანიზებული მიტინგების დროს „შეკრების თავისუფლების შესახებ“ კანონი დაირღვა, კერძოდ, მოქალაქეების შეეზღუდათ თავისუფლად გადაადგილების უფლება.

2008-2018 წლებში სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა შესაძლოა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. ამ საკითხს პარლამენტმა კენჭი ხვალ უნდა უყაროს. სომხეთის ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები შემცირებულია და ქვეყნის პირველი პირი პრემიერ-მინისტრი იქნება. სერჟ სარგსიანის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ სარგსიანის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების მიზნით განხორციელდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]