weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სირიაში წასვლის მცდელობისთვის ჩეჩნეთში ქალს 5.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

22:17 ოთხშაბათი, 24 მაისი 2017

ჩეჩნეთში, ნადტერეჩნის რაიონულმა სასამართლომ 5.5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით თავისუფლების შეზღუდვა მიუსაჯა ქალს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების მიზნით სირიაში წასვლას ცდილობდა.

საინფორმაციო სააგენტო „გროზნი ინფორმი“ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნული დანაშაულისთვის ხავა უმიევას 2029 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და სასჯელის ზომა შეუმცირა.

ხავა უმიევას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2017 წლის იანვარში აღიძრა. გამოიძიების ინფორმაციით, მსჯავრდებული სირიაში წასვლას 2016 წლის ბოლოს შეეცადა, თუმცა სამართალდამცავებმა დააკავეს. სასამართლომ დაადგინა, რომ ხავა უმიევა სირიაში წასვლას ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების მიზნით ცდილობდა.

სასამართლოს განჩინებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის კომენტარი არ გავრცელებულა.

სააგენტო „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ჩეჩნეთის პროკურატურის მონაცემებით ბოლო წლებში ჩეჩნეთიდან სირიაში 600-ზე მეტი ადამიანი წავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია 463 სისხლის სამართლის საქმე, 340 ადამიანზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]