weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ერევანში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 66 ადამიანი დააკავეს

15:07 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა ათეულობით მოქალაქე დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციაში განაცხადეს, რომ 12:00 საათისთვის 66 ადამიანი იყო დაკავებული.

რამდენიმე დღეა ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას, ახლა კი პრემიერ-მინისტრად არჩევას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციის ფარგლებში მსვლელობები ერევნის ცენტრალურ ქუჩებში იმართება, რომელსაც ოპოზიციონერი ნიკოლ პაშინიანი უდგას სათავეში. დღეს მან სტუდენტებს პროტესტისთვის შეერთებისკენ მოუწოდა, ხელისუფლებას კი მამართა ხელი არ შეუშალონ მოქალაქეების ნების თავისუფალ გამოვლენას.

დღეს, დღის მთავარი მიტინგი 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიგეგმა.

პროტესტის მიუხედავად სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად პარლამენტმა 17 აპრილს აირჩია. ამის შემდეგ ოპოზიციამ „რევოლუციური ვითარების“ და „სახალხო მშვიდობიანი ხავეროვანი რევოლუციის“ დაწყება გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]