weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სომხეთის პრეზიდენტი – ახალგაზრდებს უნდა მოვუსმინოთ, მათ აზრს პატივი უნდა ვცეთ

01:26 პარასკევი, 20 აპრილი 2018

სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„ბოლო დღეებში ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქე, რომელთა დიდი ნაწილი სტუდენტები არიან, ხელისუფლების მიმართ საკუთარ მოთხოვნებს დემოსტრაციებისა და მსვლელობების სახით გამოხატავს. ახალგაზრდები - ეს ჩვენი ხვალინდელი დღეა: მომავალი ჯარისკაცები, მეცნიერები და ინჟინრები, პოლიტიკური მოღვაწეები და სახელმწიფო მოხელეები. უდავოდ, მათი ხმა უნდა შევისმინოთ და მათ აზრს პატივი უნდა ვცეთ“,- განაცხადა არმენ სარქისიანმა.

პრეზიდენტი პოლიტიკური კონსულტაციების საწარმოებლად ჯგუფის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა, მანამდე კი აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს მოუწოდებს, თავშეკავება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

სომხეთში ერთი კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას, ახლა კი პრემიერ-მინისტრად არჩევას აპროტესტებენ.

2008 წლიდან 2018 წლის მარტამდე სერჟ სარგსიანი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, 17 აპრილს კი პარლამენტმა მთავრობის მეთაურად აირჩია, რითიც იგი ყველაზე მეტი ძალაუფლებით აღჭურვილ პირად დარჩა. 2015 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტმა უფლებამოსილებების დიდი ნაწილი დაკარგა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]